პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „მე შევძელი შეუძლებელი და ქვეყანა გადავარჩინე დაპირისპირებას და სისხლისღვრას!“

1-pol-3-SevZeliსაქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. წნორში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის შეკითხვაზე - რატომ არ დადიოდა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს ქალბატონი ნინო რეგიონებში? - ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:

„მე ყოველთვის დავდიოდი რაიონებში. რაც შეეხება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, მე ამ თანამდებობაზე ვიყავი 45 დღის განმავლობაში და მაშინ ჩემი მთავარი ამოცანა და კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება იყო, რომ არ დამეშვა სისხლისღვრა, არ დამეშვა დაპირისპირება, რომ ქვეყანა მშვიდობიანად გადასულიყო ერთი რეალობიდან მეორეში და მე ეს ნამდვილად ძალიან წარმატებით შევასრულე.

მე არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე ორჯერ შევძელი ის, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზული კრიზისის დროს საფრთხიდან გამოვიყვანე ისე, რომ მივიყვანე მშვიდობიან ზღურბლამდე. მე ისიც არასოდეს მითქვამს,  რომ პრეზიდენტის მოვალეობის დასრულების შემდეგ პატრიარქმა  სამების წმინდა საკათედრი ტაძარში საგანგებოდ გადმომცა  ხატი და ხაზი გაუსვა იმას, რომ მე შევძელი შეუძლებელი და ქვეყანა გადავარჩინე დაპირისპირებას და სისხლისღვრას. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება და ყველაზე დიდი საჩუქარი იყო“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.