სამართალი
ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსი

1-sam-3-erovnuli-usaftxსაქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსი გაიხსნა. კურსის ფარგლებში გაერთიანებული შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოისმენენ ლექციებს ეკონომიკური უსაფრთხოების, გეოპოლიტიკის, კონფლიქტებისა და დიპლომატიის, მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნების, დიპლომატიური პოლიტიკისა და ეტიკეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დაზვერვის თეორიის, პოლიტიკური რისკის ანალიზის ხელოვნების შესახებ.

ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ექვსი თვის განმავლობაში კურსში მონაწილეებს ლექციებს გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტები წაუკითხავენ.