საზოგადოება
NDI: სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა - 76%, ნატოს წევრობა - 73%

1-saz-2-soCiსაქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,838 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის შედეგების ცდომილება ორ პროცენტს არ აღემატება.

გამოკითხულთა 89%-ისთვის მოლაპარაკებები ქართული ღვინის, წყლისა და ხილის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ მისაღებია. მიუღებლად კი აღნიშნული საკითხი 6%-ს მიაჩნია.

საქართველოს მთავრობის მიზანი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 81%-ისთვის მისაღებია, ხოლო 9%-ისთვის - მიუღებელი; საქართველოს მთავრობის მიზანი, რომ ქვეყანა გახდეს NATO-ს წევრი, გამოკითხულთა 73%-ისთვის მისაღებია, 16%-ისთვის კი მიუღებელი.

სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა მისაღებად 76%-ს მიაჩნია. 11%-ისთვის ეს მიუღებელია. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან აფხაზეთის გავლით 75%-ისთვის მისაღებია, 15%-ისთვის კი – მიუღებელი.