უცხოეთი
საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 20 სექტემბერს, რფ-ის პრეზიდენტის №724 ბრძანებულებით, ვლადისლავ სურკოვი რფ-ის პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა. ბრძანებულება ძალაშია ხელის მოწერის დღიდან.
ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის საკითხებზე იმუშავებს. „იგი იმავე საკითხებით დაკავდება, რითაც თავის დროზე გოლიკოვა პრეზიდენტის თანაშემწის პოსტზე“, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტ ვ. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისათვის: სურკოვმა რუსეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის - ვიცე-პრემიერის პოსტი მიმდინარე წლის მაისში საკუთარი სურვილით დატოვა.
![]() |
![]() |