სამართალი
შსს-მ სკოლებში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ორი პირი დააკავა

1-samartali-2-mt-skolebiსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. შს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 და მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისის N21, N24 და N53 საჯარო სკოლებში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე 1998 წელს დაბადებული გეგი ა. და 1998 წელს დაბადებული ელგუჯა გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ორივე მოზარდი მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს. ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან, როგორც 14 წელს მიღწეული პირები.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას შს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველო აწარმოებს.

1-samartal-2-qv-skolebi