საზოგადოება
შოთა მურღულია სტიქიით დაზარალებულ სოფლებში გაემგზავრა

1-obsh-3-murguliaსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია კახეთში გაემგზავრა. იგი სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებს მოინახულებს,  შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დაზარალებულ მოსახლეობას.

კახეთში უკვე იმყოფება სამინისტროს ორი ჯგუფი, რომლებიც მხარეში შექმნილ ვითარებას ადგილებზე ეცნობიან. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ყველაზე მეტად ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დაზარალდნენ.

პრობლემები კახეთში წვიმისგან ადიდებულმა მდინარეებმა გამოიწვია, თუმცა არცერთ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვეტილი არ არის.