უცხოეთი
პუტინი: ‘ბერლუსკონის ახლა ასამართლებენ იმის გამო, რომ ქალებთან ცხოვრობს. ჰომოსექსუალისტი რომ ყოფილიყო, თითსაც არავინ დააკარებდა“

1-ucx-3-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. საიუბილეო და ყველაზე მასშტაბური ფორუმი „ვალდაი“ თავის კულმინაციას მიუახლოვდა: ექსპერტებთან ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. პრეზიდენტი ბევრ პრობლემას შეეხო - მორალური და ქრისტიანული ღირებულებებიდან თავის პოლიტიკურ გეგმებამდე.

ვლადიმერ პუტინს დაუსვეს კითხვა - აპირებს თუ არა პრეზიდენტობას კიდევ დიდხანს, 2018 წლის შემდეგაც. შეხვედრის დასასრულს მას მაინც მოუხდა პასუხის გაცემა: იგივე კითხვა შეხვედრის მონაწილე ფრანგ მინისტრ ფრანსუა პიიონს დაუსვეს, რომელმაც მიუგო, რომ პასუხს არ გასცემს, რადგან შეკითხვა უპასუხოდ დატოვა პუტინმაც.

„მე არ გამოვრიცხავ“, - იძულებით უპასუხა პრეზიდენტმა. „მეც არ გამოვრიცხავ“, - მიუგო ფრანგმა პოლიტიკოსმა.

პრესკონფერენციის შემდეგ, სადისკუსიო კლუბის წევრებთან არაფორმალური საუბრებისას პუტინმა მოკრძალებით აღნიშნა, რომ ამის შესახებ საუბარი ნაადრევია.

შემთხვევით თავის სიტყვაში ვლადიმერ პუტინი ხმაურიან იტალიურ სკანდალს - სილვიო ბერლუსკონის სასამართლოს შეეხო, რომელთანაც რუსეთის პრეზიდენტს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. „ბერლუსკონის ახლა იმისათვის ასამართლებენ, რომ ქალებთან ცხოვრობს, აი ჰომოსექსუალისტი რომ ყოფილიყო, თითსაც არავინ დაკარებდა!“, - გამოთქვა თავისი აზრი პუტინმა, რითაც პუბლიკის მეგობრული სიცილი გამოიწვია.