უცხოეთი
ლავროვის თქმით, მტკიცებულებებს თვითონ ჯერ არ გაცნობია, თუმცა ისინი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წარედგინება.
შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს გამოქვეყნებული საერთაშორისო საექსპერტო კომისიის დასკვნით, 21 აგვისტოს დამასკოს გარეუბანში ზარინი იქნა გამოყენებული. ექსპერტების კომპეტენციაში იმთავითვე არ შედიოდა იმის დადგენა, თუ ვინ იდგა ქიმიური იერიშის უკან: ასადის რეჟიმი თუ მეამბოხეები.
რუსეთის მხარემ მოხსენებას მიკერძოებული და ცალმხრივი უწოდა, პასუხად კი გაერომ შენიშნა, რომ ექსპერტების დასკვნა ობიექტური და „ეჭვგარეშეა“.