პოლიტიკა
რაც შეეხება თავად პროცესს, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მათ საქმეში ბრალდების მოწმეების მიმართ ზეწოლაზე ილაპარაკა, ხოლო ვანო მერაბიშვილმა პროკურატურის წარმომადგენლებს სთხოვა, არსებითი განხილვის მოკლე ვადებში დასასრულებლად საკუთარი სურვილით შეამცირონ მოწმეთა რაოდენობა, რომელთა რიცხვი ამჯამად 4500-ს აღწევს.
„საქართველოში არ დარჩა არც ერთი სოფელი, უბანი, ვინმე რომ არ დაეკითხათ.ზეწოლის ქვეშ არიან არა მარტო რიგითი ინსპექტორები, არამედ სოფლის რწმუნებულები, გამგებლები, გამგებლის მოადგილეები. პროკურატურას ეყოს სიმამაცე და შეამციროს დასაკითხთა სია”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
დღესვე, 11:00 საათზე დანიშნული იყო ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი სერგო თეთრაძის საქმის განხილვასთან დაკავშირებით. სხდომაზე პროკურორ რევაზ ნადოის ნაცვლად ია დარჯანია გამოცხადდა, რომელმაც განაცხადა, რომ ახალაიას საქმის მასალებს კარგად არ იცნობს და ამიტომ სასამართლო პროცესის გადადება ითხოვა. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს 11:00 საათისთვის დაინიშნა. ციხის ბუნტთან დაკავშირებით კი სასამართლო პროცესი დღეს 16:00 საათზეა დანიშნული.