„მავთულხლართები გაიბმება. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოკუპაცია გრძელდება. ტერიტორია უკვე წაგვართვეს. ოკუპაცია უკვე მოხდა. ან უნდა შევეგუოთ, ან თუ არ გინდათ, რომ შევეგუოთ, გეუბნებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, შსს-მ გააკეთა განცხადება, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც სააკაშვილი ვერ უმკლავდებოდა რუსეთის ოკუპაციას, ისე ჩვენ ვერ ვუმკლავდებით. ჩვენი ამოცაანაა, რომ მავთულხლართებს ვუპასუხოთ მოსახლეობის ადგილზე დატოვების ფორმით", - განაცხადა პაატა ზაქარეშვილმა.
„აუცილებლად გაჟღერდება ეს თემა, რომელიც ნამდვილად ხელს უშლის კარასინი-აბაშიძის ფორმატის დადებით დინამიკას. დადებით დინამიკაში ვგულისხმობ იმ მიღწეულ შეთანხმებებს, რომლებიც ამ ფორმატის ფარგლებში გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეს პრაღაში რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გაიმართება.