შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
საქართველო, 19 სექტემბერი,
საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, თბილისში მცხოვრები, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული
ვახტანგ შ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ სისტემის „АКМ“ მოდელის ავტომატი, ორი მჭიდი და 98 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).