სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

1-narkotikსაქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული მიხეილ თ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 122 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,ექსტაზი“ და ნედლი მარიხუანა ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 22,4 გრამს შეადგენს.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ოპიუმის და მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).