უცხოეთი
საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო სთხოვს ეუთოს, კონფლიქტის ზონაში დამკვირვებელთა მისია აღადგინოს.
17 სექტემბერს რუსი მესაზღვრეების მიერ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის დემარკაციის აღდგენას ინციდენტი მოჰყვა. პროცესისთვის ხელის შეშლა მომიჯნავე ქართული სოფელი დიცის ადგილობროვმა მცხოვრებლებმა სცადეს. მათი თქმით, ხაზის გავლების, განსაკუთრებით კი მავთულხლართებით შემოვლების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სამი საცხოვრებელი სახლი, ქართული სასაფლაო და ხილის ბაღები დარჩება. სოფლელების ჯგუფი ემოციურად განიხილავდა სიტუაციას რუს მესაზღვრეებთან, როცა, თვითმხილველთა თქმით, კამათში უხეშად ჩაერია რუსების თანმხლები სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი. ქართველებსა და მას შორის ჩხუბი ატყდა. დიცის მცხოვრები ილია ბერუჩაშვილის მონათხრობით, მოჩხუბართა დაშოშმინება მხოლოდ მესაზღვრეთა ჩარევის შემდეგ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე საქართველოს შსს-ს წარმომადგენლები და ევროკავშირის დამკვირვებლები ჩავიდნენ.