სამართალი
შსს-მ „მაესტროში“ ბომბის არსებობის შესახებ განხორციელებული ორივე ცრუ შეტყობინების ავტორები გამოავლინა

1-maestroსაქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში ტელეკომპანია „მაესტრო შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შესული ცრუ შეტყობინების ავტორი – ხობში მცხოვრები, 1997 წელს დაბადებული თამარ მ, დააკავეს, ხოლო მეორე ცრუ შეტყობინების ავტორი – თბილისში მცხოვრები, 2003 წელს დაბადებული საბა მ. ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში გამოავლინეს.

დაკავებული თამარ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იგი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორც 14 წელს მიღწეული პირი.

2003 წელს დაბადებული საბა მ. კი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაკითხეს და სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.

გამოძიება ორივე ფაქტზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით საქართველოს სსსკ–ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილება აწარმოებს.