საზოგადოება
ISAF-ის შტაბბინაში ირაკლი ალასანიამ, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, საქმიანი შეხვედრა გამართა „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ (ISAF-ის) მეთაურთან გენერალ ჯოზეფ დანფორდთან.
მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეებმა პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს როლზე ისაუბრეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
გუშინ ქაბულში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრები გამართა ნატოს უმაღლესი სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილესთან ერლ ლი ლიტსენბერგერთან და ISAF-ის გაერთიანებული მართვის ცენტრის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ მარკ მილეისთან.