საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
საქართველო, 18 სექტემბერი,
საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ
რანკო კრივოკაპიჩთან, ასამბლეის გენერალურ მდივანთან
სპენსერ ოლივერთან და დელეგაციის სხვა წევრებთან. მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიას უდიდესი როლი ენიჭება საქართველოში არჩევნების სამართლიანად და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაში და მადლობა გადაუხადა სტუმრებს საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაციის გამოგზავნის მზაობისთვის. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.