უცხოეთი
სირიის შვეულმფრენი შეცდომით თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

vertolet-ucx3საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. სირიამ აღიარა, რომ მისმა სამხედრო შვეულმფრენმა ორშაბათს თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. სირიის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია, რომ შვეულმფრენის პილოტი „იუნისიის (ლატაკიის პროვინცია) მოსაზღვრე რაიონში შემოჭრილ ტერორისტების ჯგუფს უთვალთვალებდა და შეცდომით უმნიშვნელოდ გადაინაცვლა თურქეთის საჰაერო სივრცეში“.

„შვეულმფრენი საბრძოლო დავალებას არ ასრულებდა და ცენტრიდან ბრძანების მიღებისთანავე უკან გამობრუნდა, თუმცა, სირიის ტერიტორიის თავზე ჩამოგდებული იქნა თურქეთის თვითმფრინავის მიერ გამოშვებული რაკეტით“, - ნათქვამია კომუნიკეში.

თურქეთის მხარის რეაქციას სირიის სარდლობა განიხილავს, როგორც თაიიპ ერდოღანის მთავრობის მიერ ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარების გამწვავებისკენ სწრაფვას.