საზოგადოება
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ახალციხეში სასტუმრო „ლომსიადან“ გამოსული პრეზიდენტი მოქალაქეებთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდა, როცა ახალციხელმა ბეჟან კაჭკაჭიშვილმა მას სასტუმროს ინგლისურენოვანი წარწერის შესახებ ჰკითხა: „სად არის ქართული ატრიბუტები?! ქართული დროშა?! აქ არ უნდა იყოს ქართული წარწერა?!“
„გაათანაბრეთ ხალხის უფლებები აქ“, - შეეპასუხა კაჭკაჭიშვილი.
„ყველა თანაბარია, - უპასუხა პრეზიდენტმა, - კიდევ ერთხელ, ნაგავში იყო აქაურობა. ნაგავში ცხოვრობდით! ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?!“
“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, გაღიზიანებული პრეზიდენტის დამშვიდება შეკრებილმა ქალბატონებმა სცადეს: „ნუ ნერვიულობთ მიშა, გული არ გაიტეხოთ“.