პოლიტიკა
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქის ქართულ და სომხურენოვან სკოლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება საჩუქრებით მიულოცა.
შემდეგ იგი ქართულენოვან სკოლასაც ესტუმრა, რომელსაც ასევე კომპიუტერები გადასცა, მასწავლებლები - ყვავილებით, მოსწავლეები კი ბურთებით დაასაჩუქრა და სპორტულ დარბაზში მათთან ერთად ითამაშა.
ახალქალაქის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ახალციხეში ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლებს ესტუმრა.
„მერაბიშვილის მშობლებთან ძალიან თბილი და კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, დაახლოებით 20 წლის. ყოველთვის დავდივარ ხოლმე მათთან და ახლაც მივედი“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა მერაბიშვილების ოჯახის მონახულების შემდეგ.