აქტუალური
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს დილით, 08:09 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ყვარელი იყო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, საგრძნობი რყევები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.ყვარლის რაიონის გამგებლის დავით ქევხიშვილის განცხადებით, „საბედნიეროდ, მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დაზიანდა სახლის სახურავი".
მისივე განმარტებით, რაიონში არსებული ვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. კახეთის რეგიონში მიწისძვრის შედეგებს სპეციალური ჯგუფები შეისწავლიან, რომლებიც უკვე გადიან სოფლებში.