შსს-მ პარლამენტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავა
საქართველო, 17 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ის იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შესული ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავეს. ანონიმური სატელეფონო ზარის ავტორი, რომელიც
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობას იტყობინებოდა, აბაშაში მცხოვრები 1994 წელს დაბადებული ოთარ ჯ. აღმოჩნდა. მან „112“-ში ცრუ შეტყობინება 16 სექტემბერს, 14:38 საათზე განახორციელა.
ჩატარებული განაღმვითი სამუშაოების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.