უცხოეთი
სოხუმში მოკლული რუსი დიპლომატის ქვრივი გარდაიცვალა

zarub-3-vdovaსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის, ვიცე-კონსულ დიმიტრი ვიშერნევის ქვრივი ოლგა ვიშერნევა სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, ოლგა ვიშერნევას ცხედარი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ოლგა ვიშერნევას ბრმა ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა ხერხემლის კისრის ნაწილში, ასევე მეშვიდე მალისა და მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა. ექიმებმა ოპერაციის შედეგად ორი ტყვია ამოიღეს, თუმცა, მათი ძალისხმევის მიუხედავად, ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

12 სექტემბერს აფხაზეთში დაჭრილი ქვრივის მკურნალობის კორექტირებისათვის რუს ექიმთა ჯგუფი ჩავიდა. რფ-ის ჯანდაცვის მინისტრის თანამშემწე ანატოლი გულინთან ერთად ჩავიდნენ ნეირორეანიმატოლოგი, ნეიროქირურგი და ტრავმატოლოგი. თუმცა ოლგა ვიშერნევა არატრანსპორტაბელური იყო და მისი რფ-ში გადაყვანა ვერ მოხერხდა.

9 სექტემბერს სოხუმში უცნობმა პირმა დიპლომატს მაშინ ესროლა, როცა იგი საკუთარი ავტოფარეხიდან მანქანით გამოდიოდა. მძიმედ დაიჭრნენ გვერდით მყოფი მისი მეუღლე ოლგა და რუსეთის საელჩოს თანამშრომელი.