უცხოეთი
გაეროს გენმდივანმა სირიაში ქიმიური იარაღის შესახებ მოხსენება მიიღო

zarub-2-dokladსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. გაეროს გენმდივანმა ბენ კი მუნმა სირიაში ქიმიური იარაღის შესახებ ექსპერტთა მოხსენება მიიღო, რომელსაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე დღეს წარადგენს. ამის შესახებ მსოფლიო ორგანიზაციის პრესსამსახური იუწყება.

ექსპერტთა კომისია აგვისტოში გამოძიებას ატარებდა დამასკოს გარეუბან გუტში, სადაც 21 აგვისტოს, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. მოხსენებას ეს ფაქტი უნდა დაედასტურებინა ანდა უარეყო.

„გაეროს მისიის მოხსენება სირიის არაბთა რესპუბლიკაში ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებათა გამოძიების შესახებ გენერალურ მდივნს გადაეცა“, - ნათქვამია ცნობაში.

16 სექტემბერს ბენ კი მუნი „გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დახურული კონსულტაციების მიმდინარეობისას მოხსენების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის“, - იტყობინება პრესსამსახური.

მოხსენების ტექსტი განიარაღების საკითხებში გაეროს სამმართველოს საიტზე გამოქვეყნდება.