საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. 13 სექტემბერს "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე საგარეჯოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ნინო ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმაც გააკეთა.
"მხარდამჭერები ამ რაიონში დიდი რაოდენობით გვყავს. ამაზე მეტყველებს სავსე დარბაზიც და ენთუზიაზმით სავსე განწყობილებაც, რომელიც მოსახლეობაში შეინიშნება. მოსახლეობასთან შეხვედრა ქალბატონი ნინოს მხრიდან არ ატარებს მონოლოგის ხასიათს, იგი გულდასმით უსმენს თითოეული ადამიანის პრობლემას. ამ ხალხს ჰქონდა ძალიან დიდი მოლოდინი, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა ისინი იმედგაცრუებულნი არიან, რადგან მთავარი მათი მოთხოვნა – სამართლიანობის აღდგენა, კვლავ შეუსრულებელი დარჩა, ამიტომ ყველა აცნობიერებს, რომ 27 ოქტომბერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ამ დღეს შეიძლება მართლაც დიდი, სერიოზული გარდატეხა მოხდეს", - განაცხადა ბათიაშვილმა.
![]() |