პატრულმა დიდი ოდენობით დაკარგული თანხა და ნივთები მფლობელს დაუბრუნა
საქართველო, 16 სექტემბერი,
საქინფორმი. 14 სექტემბერს, 23:30 საათზე, თბილისის მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის სამმართველოს თანამშრომელმა
მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყავისფერი საფულე იპოვა, რომელშიც იყო: 2 მილიარდ 750 მილიონი ერაყული დინარის საბანკო ჩეკი, 1950 აშშ დოლარი, 160 ლარი, 152 720 ერაყული დინარი და პირადი საბუთები.
სამართალდამცველებმა დაადგინეს აღნიშნული ნივთების მფლობელის ვინაობა და ადგილსამყოფელი. ის 1986 წელს დაბადებული ერაყის მოქალაქე ალი თაიერ იბრაჰიმია. პატრულმა ნაპოვნი თანხა და ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.