შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო რაზმები სამძებრო სამუშაოებს ინტენსიურად აგრძელებენ
საქართველო, 16 სექტემბერი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მესტიის განყოფილების თანამშრომლები
მწვერვალ უშბაზე დაკარგული ორი რუსი ალპინისტის სამძებრო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დამატებითი ძალები ადგილზეა მობილიზებული. მწვერვალ უშბისკენ მიმავალი ყველა არსებული მარშუტის საჰაერო დაზვერვა მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფი ძიებას ხმელეთიდან სრული სამთო აღჭურვილობით განაგრძობს.