სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმატებული სამაშველო ოპერაცია

samartali-1-samaSveloსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ხულოს რაიონში ხიხანის ხეობაში „უაზ“-ის ტიპის ძარიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საჭე ვერ დამოირჩილა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებაში 13 ადამიანი იმყოფებოდა. სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება ყველა მათგანმა მიიღო. დაშავებულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შედარებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიატუაციების მართვის სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგად ვერტმფრენით განხორციელდა და ისინი რეანმობილით ბათუმის რეფერლურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 7 დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა შუახევის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.

ამ დროისთვის ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 276-ე მუხლი). გამოძიებას შსს-ს ხულოს რაიონული სამმართველო აწარმოებს.