უცხოეთი
საქართველო სამხრეთ ოსეთთან საზღვრის თაობაზე რუსეთის მოლაპარაკების მცდელობას აპროტესტებს

zarub-2-granicaსაქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველომ რეაგირება მოახდინა რუსეთის ინიციატივაზე, მოილაპარაკონ არა ყველას მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით. თბილისი ამ წინადადებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს.

„რუსეთის მთავრობამ რფ-ის პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის თაობაზე მოლაპარაკებების პროექტი წარმოუდგინა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთს“, - „იტარ-ტასს“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანის სიტყვები მოჰყავს.

„ნოტაში დაფიქსირებულია საქართველოს პოზიცია, რომ ასეთი დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართულია რაიმე ამგვარი შეთანხმების დადებისკენ, იურიდიული ძალა ვერ ექნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

რუსეთის მთავრობამ 4 სექტემბერს მოიწონა შეთანხმება რფ-სა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის თაობაზე. პრეზიდენტმა პუტინმა დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკებები გამართოს შეთანხმების მისაღწევად და რფ-ის სახელით მას ხელი მოაწეროს.