სამართალი
ტელეკომპანია „იმედში“ ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ორივე ავტორი არასრულწლოვანია

samartal-3-mt-imediსაქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „იმედში“ ნაღმის არსებობის შესახებ ორივე ზარის ავტორის ვინაობა პოლიციამ რამდენიმე წუთში დაადგინა. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ 13:35 საათზე განხორციელებული ზარის ავტორი მარტვილის რაიონში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული ანდრია კ. სამართალდამცველებმა ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. 

გამოძიება სსსკ-ის 331-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
რაც შეეხება 17:03 საათზე განხორციელებული ზარის ავტორს, ის თერჯოლის რაიონში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნიკოლოზ ა. აღმოჩნდა. მოზარდი თერჯოლის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.

samartal-3-qv-imedi-1