უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს მოუწოდა დამასკოს მთავრობას, ქიმიური იარაღი საერთაშორისო თანამეგობრობის კონტროლქვეშ გადასცეს. მოელაპარაკოს არსენალის განადგურებაზე და ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას შეუერთდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უახლოეს ხანებში მოსკოვი ამ იდეის რეალიზაციის ოთხეტაპიანი გეგმის წარმოდგენას გეგმავს. პირველი ეტაპი: სირია შეუერთდება ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას; მეორე - დამასკო მოახდენს ქიმიური იარაღის წარმოებისა და შენახვის ადგილის დეკლარირებას; მესამე - შეუშვებს იქ ორგანიზაციის ინსპექტორებს; მეოთხე - ინსპექტორებთან ერთად გადაწყვეტს, ვის მიერ და როგორ განადგურდება ქიმიური იარაღი.
გაზეთის ცნობით, ეს გეგმა აშშ-ს ჯერ კიდევ სამშაბათს გადაეცა. დამასკომ უკვე განაცხადა, რომ მზადაა უარი თქვას ქიმიური იარაღზე და მისი აკრძალვის საერთაშორისო კონვენციას შეუერთდეს.