პოლიტიკა
"მათ, ვისაც შეუწყდა პენსია იმის გამო, რომ არჩეული იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარედ, სააგენტო აღუდგენს პენსიას განაცდურის გარეშე, ანუ სექტემბერში ისინი პენსიას მიიღებენ. სამომავლოდ გადავწყვეტთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ახალი წესი შემუშავდეს. იგი დამტკიცდება საკრებულოში. ამაზე მუშაობა უკვე მიდის, ხაზგასმით ჩაიწერება, რომ ამ მიმართულებით მიღებული წახალისება არ შეიძლება იყოს განხილული როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული საქმიანობა და, შესაბამისად, შემდეგ აღარავის ექნება იმის ცდუნება, კანონი სხვაგვარად წაიკითხოს და ადამიანს კუთვნილი პენსია მოუხსნას. იურიდიული გამოსავალი მოძებნილია. არცერთი ადამიანის უფლება, მიიღოს საკუთარი პენსია, არ იქნება შეზღუდული", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით საჯარო სამსახურში დასაქმებულ 1600 პირს, მათ შორის ამხანაგობების თავმჯდომარეებს, პენსიები და სხვა სახის კომპენსაციები შეუწყდათ, რადგანაც 2006 წელს მიღებული კანონით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირზე აკრძალულია პენსიის ან კომპენსაციის გაცემა.