„მთელი პანკისის ხეობა მხარს ბიძინა ივანიშვილს უჭერდა. რა გააკეთეს, რაც მოვიდნენ? სამართალი ისევ ვერ ვიპოვეთ. თანამდებობებზე ისევ ნაციონალები დაბრუნდნენ. ზვიადაური არაფერს არ აკეთებს, მარტო თავის საქმეს იწყობს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა დათო კუშტანაშვილმა.
"უსამართლობაა. იმისთვის კი არ ვიბრძოლეთ, რომ მაღალ თანამდებობებზე ისევ ისინი ყოფილიყვნენ, გვინდოდა, რომ უკეთესი ხალხი მოსულიყო, რომლებიც ნორმალურ პასუხს გაგვცემდნენ, საქმეს გააკეთებდნენ. ამიტომ დავტოვეთ "ქართული ოცნება" და ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადავედით", – აღნიშნა „ქართული ოცნების" კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა ნოდარ გუნაშვილმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი კი აცხადებს, რომ ეს ადამიანები პარტიის წევრები არასდროს ყოფილან.
"შეიძლება საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია "ქართულ ოცნებას" მისცეს ხმა, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ წინა არჩევნებზე თავად ნინო ბურჯანაძემაც "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა და არა "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა იმერლიშვილმა.