საზოგადოება
გია გაჩეჩილაძე: „„მწვანეთა პარტია" ყოველთვის დამოუკიდებელი მოთამაშე იყო“

gachechiladzeსაქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. „მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე კოალიციას პრემიერ-მინისტრის  თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დატოვებს. გაჩეჩილაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების წესის შეცვლის შემდეგ „მწვანეთა პარტია“ დაფინანსების გარეშე დარჩა. ამ ცვლილებას გაჩეჩილაძემ არაკოლეგიალური და უსამართლო უწოდა.

„მიზეზი ძირითადად არის ის, რომ არავითარი კოლეგიალობა  უმრავლესობაში არ არსებობს. „მწვანეთა პარტია" ყოველთვის დამოუკიდებელი მოთამაშე იყო საქართველოში და დამოუკიდებელ გზას ავირჩევთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, იმიტომ რომ ერთადერთი ძირითადი შემაკავებელი ძალა პრემიერია ჩვენთვის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.