უცხოეთი
ცერემონია ძალიან მოკრძალებული იყო - ახალდაქორწინებულებმა მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ნათესავები მიიწვიეს. საქმროცა და საცოლეც უჩვეულოდ გამოიყურებოდნენ: ქეთი მმაჩში მოკლე პალტოში გამოცხადდა, რომლის ქვეშ – ყვავილებიანი მინი კაბა, ხოლო ფეხზე ლეოპარდის პრინტიანი კედები ემოსა. საზეიმო კოსტიუმი არც საქმროს ეცვა: ლევს შავი პიჯაკი და ჩვეულებრივი თეთრი მაისური ეცვა. თანხმობის გამოცხადებისა და სარეგისტრაციო წიგნში ხელმოწერის შემდეგ ახალდაქორწინებულებმა, შეძახილების თანხლებით: „გორკო“, ერთმანეთს აკოცეს და შენობა დატოვეს. ახალგამომცხვარი ცოლ-ქმრის ფოტო ინსტაგრამზე თოფურიას მეგობარმა გამოაქვეყნა წარწერით: „აღსრულდა!“.