საზოგადოება
საქართველოს გარდა 6 სექტემბერს მიღებულ ერთობლივ განცხადებას მხარს უჭერს კიდევ 7 ქვეყანა – გვატემალა, ქუვეითი, მალტა, მონტენეგრო, პანამა, პოლონეთი და პორტუგალია.
"ჩვენ ვგმობთ 21 აგვისტოს დამასკოს გარეუბნებში განხორციელებულ ქიმიურ შეტევას, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამხილები ცხადყოფენ, რომ ამ შეტევაზე პასუხისმგებელი სირიის ხელისუფლებაა. მსოფლიო ვერ დაელოდება გაუთავებელ ჩაშლილ პროცესებს, რომლებიც სირიაში დაღუპულთა რაოდენობასა და რეგიონულ არასტაბილურობას გაზრდის. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რათა გამკაცრდეს აკრძალვა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე", – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 6 სექტემბერს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე ავსტრალიის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, საუდის არაბეთის, ესპანეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ლიდერებმა მიიღეს.