საზოგადოება
ზურაბ ხარატიშვილი: „კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ“

kharatiSvili-zurabiსაქართველო, 11 სექტებერი, საქინფორმი. დღევანდელ ხელისუფლებას ეკონომიკური მიმართულებით ქვეყნის განვითარების  არც გეგმა და არც წარმოდგენა არ აქვს, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა ,,თავისუფალი ტრიბუნის" ეთერში განაცხადა.

სამუშაო ადგილები მცირდება და მეტსაც გეტყვით, სტატისტიკის დეპარამენტის გვერდზე ის ინდიკატორები, რომელიც ამას მიუთითებდა, გაქრა. ასე ებრძვის ჩვენი მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებს. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით პრქტიკულად ნულია, ივნისის თვის მონაცმებით ეს დაფიქსირდა და რაც ყევლაზე საგანგაშოა, ამაზე არავინ არ საუბრობს“, - აღნიშნა ხარატიშვილმა, რომლის თქმითაც, თუ მთავრობამ ასეთი პოლიტიკა გააგრძელა, ეკონომიკური სტაგნაციიდან გამოსვლის არანაირი შესაძლებლობა არ იარსებებს.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნების დროს ეკონომიკა ჩერდება და ინვესტორები კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან, პრემიერის წასვლის ფონზე, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ვართ კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაში", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.