16 სექტემბერს რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდს ეწვევა
საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ–ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ელჩი წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით 16 სექტემბერს ზუგდიდში მიემგზავრება. ელჩი სთხოვს ყველა პარტიის აქტივისტს, ხელი შეუწყოს მუქარისა და ძალადობისაგან თავისუფალი საარჩევნო ატმოსფეროს შექმნას.
რიჩარდ ნორლანდი ხელისუფლებას სთხოვს, სიმშვიდის დასაცავად ყველა ზომა მიიღოს.
„სიამოვნებით ვიხსენებ თბილ დახვედრას ზუგდიდში ერთი წლის წინ. მოუთმენლად ველოდები მშვიდ ზუგდიდში დაბრუნებას“, – აღნიშნავს შეერთებული შტატების ელჩი.