აქტუალური
დღეს 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტიდან 12 წელი შესრულდა

ASS-teraktiსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტიდან 12 წელი შესრულდა. CNN-ის ინფორმაციით, ნიუ იორკში, "გრაუნდ ზეროზე" 2001 წლის ტერაქტის დროს დაღუპულთა მემორიალთან მათი ოჯახის წევრები და ათასობით ამერიკელი შეიკრიბება და დუმილით მიაგებენ პატივს მსხვერპლთა ხსოვნას.

2001 წლის 11 სექტებერს „ალ-კაიდას“ წევრებმა გატაცებული სამოქალაქო თვითმფრინავებით ტერორისტული შეტევა განახორციელეს აშშ-ის ტერიტორიაზე. ოთხი თვითმფრინავიდან ორი ნიუ-იორკში განთავსებულ მსოფლიო სავაჭრო ცენტრს („ტყუპებს“) შეეჯახა, რის შედეგადაც, ორივე შენობა ჩამოინგრა. მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, დაიღუპა 19 კამიკაძე-ტერორისტი. მესამე გატაცებული თვითმფრინავი – "ბოინგ-757" პენტაგონის მახლობლად ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში, სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის – 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი. ტერაქტის შედეგად სულ 3000-მდე ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმის ორგანიზებაში „ალ-კაიდა“ დაადანაშაულეს. თავდაპირველად ოსამა ბენ ლადენი ამას უარყოფდა, თუმცა 2004 წელს 11 სექტემბრის ტერაქტების მომზადება აღიარა. ამერიკელმა სამხედროებმა 2011 წელს ბენ ლადენი პაკისტანში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს.