სამართალი
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ელიტა გაველეს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.