სამართალი
შსს–ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

sam-1-krtamiსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქობულეთის რაიონის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის, აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი, 1956 წელს დაბადებული ლევან სურმანიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან სურმანიძემ, მასზე კანონით მინიჭებული უფლებამოსილების დარღვევით და პირადი გამორჩენის მოტივით, ამავე რაიონში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ მოსთხოვა და ქრთამის სახით გამოართვა 200 ლარი.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულის მიერ ამგვარი სახით განხორციელებულ დანაშაულებრივ საქმიანობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რომლის გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.