აქტუალური
შს მინისტრი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს თომას მელიას შეხვდა

aqt-2-meliaსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს სამინისტროში მიიღო   აშშ–ის უწყებათაშორისი დელეგაცია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თომას მელიას ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები: აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში პეიჯ ალექსანდერი; იუსტიციის დეპარტამენტის, უცხო ქვეყნების პროკურატურის განვითარების, დახმარებისა და ტრენინგის განყოფილების წარმომადგენელი ქეთრინ ნიუქომბი; თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი სკოტ დალეა; დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს წარმომადგენელი საქართველოში ვენდი სილვერმანი; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების საკითხების სამსახურის დირექტორი ჯონ მარკ ფომერშაიმი; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსი საქართველოს საკითხებში ტობი დევისი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.