პუტინი: "რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ჩრდილოეთ კავკასიის გამოყენება სურთ"
საქართველო, 10 სექტემბერი,
საქინფორმი. რიგი უცხოეთის ქვეყნები და მათ კონტროლქვშ მყოფი ორგანიზაციები ჩრდილოეთ კავკასიას უწინდებურად განიხილავენ, როგორც პლაცდარმს რუსეთის სამხრეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის, - ამის შესახებ რფ-ის პრეზიდენტმა
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„წუხილით უნდა აღვნიშნო, რომ უცხოეთის რიგი ქვეყნებისა და მათ მიერ კონტროლირებადი საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დესტრუქციულ ანტირუსულ საქმიანობას ვაწყდებით. ისინი უწინდებურად განიხლავენ ჩრდილოეთ კავკასიას პლაცდარმად რუსეთის დესტაბილიზაციისათვის, ჩვენთვის ეკონომიკური ზარალის მოყენების, რუსეთის გავლენის შესუსტებისა და ჩვენი აქტიურობის შეზღუდვისთვის საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.