საზოგადოება
"ამ ეტაპზე მთავრდება იმ 39 დაწესებულების დოკუმენტური შემოწმება, რომლებმაც რუსეთის ფედერაციაში პროდუქციის შეტანის სურვილი გამოთქვეს. "როსპოტრებნადზორის" ექსპერტების მესამე ვიზიტი საქართველოში სექტემბრის მეორე ნახევრისთვის იგეგმება, მას შემდეგ, რაც ქართული მხარისგან უსაფრთხოების გარანტიები და დაწესებულებებში ექსპერტების დაშვების ნებართვა იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.
"როსპოტრებნადზორის" ცნობით, ამ დროისთვის რუსეთის ბაზარზე დაშვებულია ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი 65 და მინერალური წყლის დამამზადებელი ოთხი კომპანია.