სამართალი
მოსამართლეები ფიცს პარლამენტის წინაშე დადებენ

court-hammerსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, რომლის პროექტი “საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე განთავსდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები ფიცს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის წინაშე დადებენ.

ამასთან, პროექტის თანახმად, პირის მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკი იზრდება და 28 წლის ნაცვლად შესაძლოა, 30 წლით განისაზღვროს.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მთავარი მიზანია აღნიშნული კანონმდებლობის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა.

შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესიც. კერძოდ, კონსტიტუციის მოთხოვნიდან გამომდინარე, კანონით განისაზღვრება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, რომელიც ჩაანაცვლებს პარლამენტის მიერ ასარჩევ საბჭოს ერთ წევრს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ დაკომპლექტებული იქნება 15 წევრისაგან - აქედან 8 წევრს აირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს აირჩევს პარლამენტი, ხოლო ერთ წევრს დანიშნავს პრეზიდენტი.

ასევე, პრეზიდენტის ნაცვლად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.