სამართალი
შსს–მ სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

sam-2-sxvadasxva-2საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1961 წელს დაბადებული დიმიტრი ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დიმიტრი ჩ–ს დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ТТ“-ს სისტემის 2 პისტოლეტი, 4 მჭიდი, 15 ვაზნა, ასევე „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი 35 ვაზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 7 მჭიდი და 211 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით).