სამართალი
სამართალდამცველებმა დავით ა. და ნოდარ კ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე დააკავეს. ნოდარ კ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „პი-ეს-ემ“ მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა.
დაკავებული დავით ა-ს საცხოვრებელი ბინიდან საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცველებმა “საიგას” მოდელის 2 შაშხანა, 1 მჭიდი და 3 ვაზნა, ასევე “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 763 ვაზნა ამოიღეს.
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული კობა მ-ს დაკავება კი მის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედების დროს სხვადასხვა ტიპის იარაღის ნაწილები და 208 ცალი საბძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს ( სსკ–ს 236–ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილებით).