პოლიტიკა
დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბს ალექსანდრე კვიტაშვილი უხელმძღვანელებს

wardgena-pol-1საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი უხელმძღვანელებს, რომლის კანდიდატურა დღეს დავით ბაქრაძემ წარადგინა.

ჩემი და ჩვენი გუნდის სურვილი იყო, ეს ყოფილიყო ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში იქნებოდა ცნობილი თავისი რეპუტაციით, თავისი წესიერებით, კომპეტენტურობით, ცოდნით, ცნობილი იქნებოდა იმით, რომ არ იქნებოდა დაკავშირებული სკანდალებთან, არეულობასთან და საზოგადოების დაპირისპირებასთან. ცნობილი იქნებოდა იმით, რომ იქნებოდა მისაღები ფიგურა იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც მას არ ეთანხმება. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ასეთი ადამიანი დღეს ჩემ გვერდით არის. ეს არის სანდრო კვიტაშვილი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თავის მხრივ, ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძე ევროატლანტიკური მიმართულების შენარჩუნების გარანტია.