აქტუალური
გზაში რამდენიმე უკან მობრუნებული ჯგუფი შეგვხვდა, რომელიც ჩვენც გვირჩევდა მსვლელობის შეწყვეტას, რადგან მათ, მწვერვალთან სიახლოვეში ძლიერი ქარის გამო, ასვლა შეუძლებლად მიაჩნდათ, მაგრამ მეორედაც უკან მობრუნება ჩვენ ნამდვილად არ გვხიბლავდა. იქ, მყინვარის თავზე განსაკუთრებული სიმძაფრით ხვდები, თუ რა ლამაზი და განსაკუთრებულია ჩვენი საქართველო.
მჯერა, რომ არ არსებობს მიზანი, რომელსაც ერთობით ვერ მივაღწევთ! საქართველოს მომავალი მყინვარწვერივით ნათელია! დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ ყველა მწვერვალს დავიპყრობთ!“ - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.