საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
estonetis-prezidentiსაქართველო, 9 სექტებერი, საქინფორმი. ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ტომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის აქტიური ძალისხმევისათვის. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, კონფლიქტის მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა, რათა ახალი მთავრობის წევრებმა პარტნიორული ურთიერთობა დაამყარონ თავიანთ კოლეგებთან.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.