საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონელ კოლეგას შეხვდა
estonetis-premieriსაქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპს შეხვდა. შეხვედრა გაფართოებული ფორმატით წარიმართა და მასზე დარგობრივი თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ბიძინა ივანიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ესტონეთში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთდახმარების შეთანხმებას“. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბაზრების სიმცირიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ უმნიშვნელოა, თუმცა, სამთავრობო დონეზე არსებობს ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნეს ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მზაობა, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.